სახელმწიფო პრემიების მინიჭებაში ცვლილებები შედის

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

სახელმწიფო პრემიების მინიჭებაში ცვლილებები შედის
„ასევე ხდება შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიების გაყოფა. ვფიქრობთ, შოთა რუსთაველის პრემია იყოს ლიტერატურის დარგში ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგებში, ხოლო მეცნიერებისთვის იყოს კონკრეტულად ეროვნული პრემია, რაც მეცნიერების მიმართულებით კიდევ უფრო წაახალისებს უმაღლესი ჯილდოსთვის ბრძოლას, მუშაობას და ჩვენი მეცნიერების განვითარებას", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე გათვალისწინებულია ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი ჯილდოს ოდენობის გაზრდა.

ყველა ახალი ამბავი
0