გვიდიანი: შრომის უსაფრთხოების ნორმები უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს

© FB/ Andria Gvidianiანდრია გვიდიანი
ანდრია გვიდიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შრომის უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები უნდა გადაიხედოს, მიაჩნია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსს ანდრია გვიდიანს.

გვიდიანი; „შრომის უსაფრთხოების ნორმები უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს“
„შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებით აქტუალური ბოლო დროს გახშირებული უბედური შემთხვევების ფონზე გახდა, აქედან გამომდინარე, არსებული რეგულაციების გადახედვა და უფრო გამკაცრება აუცილებლად მიმაჩნია“, — აღნიშნა ანდრია გვიდიანმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 416 ადამიანი, ხოლო 716-მა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. მხოლოდ 2016 წელს დაიღუპა 58 ადამიანი და დაშავდა 84. რაც შეეხება მიმდინარე წელს, წლის დასაწყისიდან დაიღუპა 8 და დაშავდა 10 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0