საქართველო მოლაპარაკებებს გამართავს 10 ქვეყანასთან არალეგალების დაბრუნების თაობაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისის ქუჩებში
ტურისტები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ხელს მოაწერს შეთანხმებას რეადმისიის შესახებ ერაყთან, ლიბანთან, ავღანეთთან, კამერუნთან და სხვა ქვეყნებთან.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აპირებს მოლაპარაკებები გამართოს 10 ქვეყანასთან არალეგალების დაბრუნების თაობაზე, შესაბამისი განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

საქართველოს პრემიერმა ხელი მოაწერა განკარგულებას, უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის (უკან დაბრუნების) შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით მოლაპარაკებების გამართვის შესახებ.  

მოლაპარაკებები გაიმართება ერაყის, ლიბანის, ავღანეთის, კამერუნის, კოტ-დივუარის, კონგოს, გამბიის, ტუნისის, სომალის და განის მთავრობებთან. 


ყველა ახალი ამბავი
0