საქართველოში დაცხება: სინოპტიკოსები +40 გრადუსს გვპირდებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთ პარკში ზაფხულის ცხელ დღეს
თბილისის ერთ-ერთ პარკში ზაფხულის ცხელ დღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე დაცხება - დასავლეთში ტემპერატურა +40 გრადუსამდე აიწევს, აღმოსავლეთში კი - 38 გრადუსამდე.

ოთხშაბათი, 26 ივლისი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 8-13 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, დღისით — 31-36. მაღალ მთაში ღამით იქნება 10-14 გრადუსი სითბო, დღისით — 27-32.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 17-22 გრადუსი სითბო, დღისით — 33-38. მაღალ მთაში ღამით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25.

თბილისში დროგამოშვებით მოიღრუბლება, ღამით და საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 8-13 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 22 გრადუსი სითბო, დღისით — 36.

ხუთშაბათი, 27 ივლისი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, დღისით — 35-40. მაღალ მთაში ღამით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 30-35.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, დღისით — 33-38. მაღალ მთაში ღამით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25.

თბილისში დროგამოშვებით მოიღრუბლება, ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 23 გრადუსი სითბო, დღისით — 37.

პარასკევი, 28 ივლისი

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოსალოდნელია მომატებული ღრუბლიანობა. დასავლეთში ქარი წამში 20-25 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს, აღმოსავლეთში კი 17-22 მეტრამდე.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 24-29 გრადუსი სითბო, დღისით — 34-39. მაღალ მთაში ღამით იქნება 11-16 გრადუსი სითბო, დღისით — 20-25.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 20-25 გრადუსი სითბო, დღისით — 34-39. მაღალ მთაში ღამით იქნება 10-15 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოიღრუბლება. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 25 გრადუსი სითბო, დღისით — 38.

 

ყველა ახალი ამბავი
0