გოგიჩაიშვილი: თამაშებში დახარჯული მილიონების კომპენსირებას ღვინითაც ვერ ვახდენთ

გამოწერა
საქართველო ონლაინ–თამაშებში უფრო მეტს კარგავს, ვიდრე ღვინის ექსპორტიდან იღებს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილი: თამაშებში დახარჯული მილიონების კომპენსირებას ღვინითაც ვერ ვახდენთ
„უხეშად რომ დავთვალოთ, ბიუჯეტში ღვინის ექსპორტიდან მხოლოდ დაახლოებით 120-დან 150 მლნ დოლარამდე შემოდის. რა გვაქვს ისეთი საექსპორტო პროდუქცია, რომ ამ 200 მილიონის გადინება დავაკომპენსიროთ?“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს მოსახლეობას ონლაინ–თამაშების საერთაშორისო სერვერებზე წვდომა უნდა აეკრძალოს. თუ ყოველწლიურად ქვეყანა 200 მილიონ დოლარს არ დაკარგავს, სხვა თუ არაფერი, ეს ვალუტის კურსს დაეტყობა.

ყველა ახალი ამბავი
0