აჭარაში უცხოელი ტურისტები გადაარჩინეს

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის ხედი ზღვიდან
ბათუმის ხედი ზღვიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამაშველო ოპერაციები ბათუმსა და გონიოში, ზღვაზე და მდინარე ჭოროხზე ჩატარდა.

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა აჭარაში სამი უცხოელი და ერთი საქართველოს მოქალაქე გადაარჩინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

შტორმი ზღვაზე - Sputnik საქართველო
ქობულეთში სომეხი ტურისტები გადაარჩინეს

თავდაპირველად სამაშველო სამსახურში შევიდა შეტყობინება ცოლ-ქმრის შესახებ. წყვილი მდინარე ჭოროხიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. არაბისა და კოლუმბიელის წყვილმა მდინარეში ბანაობა გადაწყვიტა, მაგრამ იქიდან ამოსვლა სწრაფი დინებისა და წყლის მაღალი დონის გამო ვეღარ მოახერხა. ისინი დახმარებას მდინარეში პატარა კუნძულზე დაელოდნენ.

გადაარჩინეს ასევე 18 წლის ტურისტი ყაზახეთიდან, რომელიც ზღვაში გონიოში შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა ორშაბათს ბათუმის გარეუბან მახინჯაურში ღამით. მოქალაქემ 1,5 კმ გაცურა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. იმ დროს ახლოს მაშველები პატრულირებდნენ. მათ მოქალაქე ნავზე აიყვანეს და ხმელეთზე გამოიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0