პრეზიდენტმა გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

© FB / Gori women's choirთეონა ცირამუა
თეონა ცირამუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეონა ცირამუას დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა ბათუმში, ღონისძიებას ცნობილი მომღერალი ქეთი მელუა ესწრებოდა.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ეს ჯილდო სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილებით თეონა ცირამუას გადაეცა ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოპულარიზაციისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.

სახელმწიფო ჯილდო თეონა ცირამუას კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" გაიმართა.

ღონისძიებას ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუაც ესწრებოდა, რომელიც გორის ქალთა კამერული გუნდის თანხლებით Black Sea Arena-ზე 23 ივლისს კონცერტით წარდგა.

© FB / AdministrationOfThePresidentგორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია
Церемония награждения художественного руководителя Камерного женского хора из Гори Теоны Цирамуа Орденом чести - Sputnik საქართველო
გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელის, თეონა ცირამუას ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, მათი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულ საკონცერტო დარბაზში 23 ივლისს თეონა ცირამუსთვის ღირსების ორდენის გადაცემა ვერ მოხერხდა.

"მინდა გუნდს და მის სამხატვრო ხელმძღვანელს წარმატება ვუსურვო. მე ვიცოდი, რომ ჯილდოს გადაცემა უნდა მომხდარიყო Black Sea Arena-ზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემთვის სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო არ მომეცა საშუალება, თეონა ცირამუა დამეჯილდოებინა Black Sea Arena-ზე. ვფიქრობ, რომ თეონა ცირამუა იმსახურებდა ამ ჯილდოს მიღებას მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე", — აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ღირსების ორდენი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც 1992 წლის დეკემბერში დაარსდა. ორდენი გაიცემა სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში დამსახურებისთვის.

© FB / Gori women's choirგორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა
Художественный руководитель Камерного женского хора из Гори Теона Цирамуа - Sputnik საქართველო
გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა

თეონა ცირამუა არის 38 წლის, დაიბადა გორში. სადირიჟორო ხელოვნებას ეუფლებოდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადირიჟორო-საგუნდო ფაკულტეტზე.

გორის ქალთა კამერულ გუნდში, რომელიც 1970 წელს მუსიკოსებმა შალვა მოსიძემ და სანდრო კაჭარავამ შექმნეს, თეონა ცირამუა 2003 წელს მეორე დირიჟორის ამპლუაში მივიდა, ის აგრეთვე მღეროდა გუნდში. 2013 წლიდან თეონა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა.

სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი და ქორმაისტერი თეონა ცირამუა სცენაზე მუშაობის ძლიერი ემოციური მანერით გამოირჩევა.

 

ყველა ახალი ამბავი
0