ამინდი საქართველოში: წვიმები და სეტყვა

© photo: Sputnikღრუბლები თბილისის თავზე
ღრუბლები თბილისის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები გვპირდებიან წვიმიან ამინდს, აღმოსავლეთში კი შესაძლებელია სეტყვა.

სამშაბათი, 25 ივლისი

საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქვეყნის აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 19-24 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 24-29. მაღალ მთაში ღამით იქნება 9-14 გრადუსი სითბო, დღისით — 19-24.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 17-22 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 30-35. მაღალ მთაში ღამით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 16-21.

თბილისში დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა და ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 22 გრადუსი სითბო, დღისით — 32.

ოთხშაბათი, 26 ივლისი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქვეყნის აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 17-22 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 30-35. მაღალ მთაში ღამით იქნება 8-13 გრადუსი სითბო, დღისით — 25-30.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 17-22 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 31-36. მაღალ მთაში ღამით იქნება 9-14 გრადუსი სითბო, დღისით — 18-23.

თბილისში დროგამოშვებით მოიღრუბლება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 22 გრადუსი სითბო, დღისით — 35.

ყველა ახალი ამბავი
0