თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ავტოავარიაში დაშავებული დედაქალაქის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, სადაც მას თავის ქალის ტრეპანაცია ჩაუტარდა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“.
ამ მომენტისთვის ზოდელავა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია. ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.
ავარია თბილისის გარეუბანში, ქვემო ფონიჭალაში მოხდა, როდესაც ვანო ზოდელავა აზერბაიჯანიდან ბრუნდებოდა. ერთმანეთს მერსედესის, ჰონდასა და ოპელის მარკის სამი ავტომობილი შეეჯახა. ოპელის მძღოლი, 35 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „მოძრაობის უსაფრთხოების ან სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის დარღვევა, რომელსაც ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა, რაც 4-დან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.