ბათუმში ინტელექტუალურ თამაშებში შავი ზღვის თასის ჩემპიონატი დაიწყო

გამოწერა

ბათუმში ინტელექტუალურ თამაშებში შავი ზღვის თასის ჩემპიონატი დაიწყო. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ იბრძოდნენ სხვადასხვა ქვეყნების გუნდები პრესტიჟული ჯილდოსათვის.

შავი ზღვის მეხუთე ღია თასი, ანუ ინტელექტუალური თამაშების ბათუმის 18-ე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს აჭარის დედაქალაქში.

შავი ზღვის ღია თასის მონაწსილე გუნდები, შეჯიბრის ჯილდოების გარდა, გაათამაშებენ ორ საგზურს "რა? სად? როდის?" მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში ასტანაში გაიმართება.

ბათუმში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობს 40 გუნდი და 400 ინტელექტუალი 12 ქვეყნიდან: საქართველოდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან. ლატვიიდან, მოლდოვიდან, ჩეხეთიდან და ესტონეთიდან. ჩემპიონატის ჟიურის ხელმძღვანელია "რა? სად? როდის?" კლუბის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბროლის ბუს ორგზის მფლობელი, ალექსანდრ რუბინი ისრაელიდან.

ყველა ახალი ამბავი
0