თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს ორი აქცია იმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliქართველთა მარში აღმაშენებელზე
ქართველთა მარში აღმაშენებელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ქართველთა მარში" დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე 18 საათზე იგეგმება, ხოლო 2 საათით გვიან მათ ადგილს "ევროპული საქართველოს" მომხრეები დაიკავებენ.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. დღეს 20:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირზე „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით, ფაშიზმის წინააღმდეგ დაანონსებული აქცია ჩატარდება. პარალელურად იგეგმება „ქართველთა მარშის“ წარმომადგენელთა აქცია, იტყობინება ტელეკომპნია Rustaavi 2

„დღეს ქართული საზოგადოება ძალიან მტკიცედ ეტყვის "არას" ფაშიზმს, რომელსაც ხელოვნურად ცდილობენ, რომ მოგვახვიონ თავს და დაგვაჯერონ, თითქოს ქართველობა არი ვიღაცის გაუპატიურების მუქარა და ძალადობა. ეს ჯგუფები იმართება რუსეთის მხრიდან, ეს ჯგუფები იკვებება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ყველაზე მთავარი არი საზოგადოების ძალიან მკაფიო პოზიცია, რომ ეს არ არის საქართველო, მათ არ აქვთ ჩვენი სახელით საუბრის უფლება და საქართველო არის თავისუფალი, მშვიდობიანი, შემწყნარებელი ქვეყანა, სწორედ ამას ვიტყვით ჩვენ აღმაშენებლის გამზირზე,“ — განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

აღმაშენებლის გამზირი თბილისში - Sputnik საქართველო
ქართველთა მარში აღმაშენებელზე, „პატრიოტები“ - მოსკოვში და აქცია - ბერშუეთში

ტელეკომპანიის ინფორმაციითვე „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორებს თბილისის მერიამ დღეს აცნობა, რომ მათ მიერ მოთხოვილ დროს აღმაშენებლის გამზირზე სხვა აქცია იმართება და თხოვა, რომ დემონსტრაცია სხვა ადგილზე ან დროს გადაეტანა, თუმცა, აქციის ორგანიზატორები ამ თხოვნის შესრულებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მერიას მათთვის ლოკაციის შეცვლის მოთხოვნის არანაირი იურიდიული უფლება არ აქვს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მერიას არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია იმისა, რომ ჩვენ აგვიკრძალოს აქციის ჩატარება. თუ დაგვარბევენ 7 ნოემბრის პიარზე მოსული ხელისუფლება, დაე დაგვარბიონ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის,“ — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „ეროვნულების“ თავმჯდომარემ, სანდრო ბრეგაძემ.

„ქართველთა მარშის" აქციის მონაწილეები აღმაშენებლის გამზირზე 18:00 საათიდან გეგმავენ შეკრებას.

ყველა ახალი ამბავი
0