ამინდის ზუსტი პროგნოზი: ბათუმი 25 ივლისს

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათს ბათუმში ხანმოკლე და გამაგრილებელი წვიმაა მოსალოდნელი.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სამშაბათს ბათუმში თბილი, მაგრამ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები 25 ივლისს საკურორტო ქალაქში სითბოსა და ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.

ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ხედი ძველ თბილისზე - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 25 ივლისს

ქალაქში დილიდან იწვიმებს. მზე ადგილობრივი დროით 6:00 საათზე ამოვა.

დღის პირველ ნახევარში შედარებით გამოიდარებს და ამინდი იდეალური იქნება ზღვისა და მზის აბაზანების მისაღებად.

საღამოს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, არსებობს წვიმისა და ელჭექის ალბათობაც. ამიტომ, თუ ბულვარში გასეირნებას გეგმავთ, საწვიმრის ან ქოლგის წაღება არ დაგავიწყდეთ.

მზე ბათუმში  ადგილობრივი დროით ზუსტად  20:38 საათზე ჩავა.

ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში მაქსიმუმ 26 გრადუსი იქნება, ხოლო მინიმალური კი 22 გრადუსს შეადგენს. ქარი 10-15 მ/წმ სიჩქარით იქროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0