გია დიასამიძე: “ოჯახში ყველას ხელოვნებასთან აქვს კავშირი“
„დედა- მუსიკოსია, მამა, ავთანდილ დიასამიძე რეჟისორი და აჭარის დამსახურებული არტისტი იყო“, —განუცხადა “Sputnik-საქართველოს“ გია დიასამიძემ.
გია დიასამიძე- რეჟისორი, კინო-დოკუმენტალისტი, მოსკოვში დაამთავრა “ვგიკის“ სარეჟისორო ფაკულტეტი-ანდრეი ეშპაის სახელოსნო, არის მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული, უკრავს: აკორდეონზე, გიტარაზე, ფანდურსა და კლავიშზე. უკრავდა მუსიკალურ ჯგუფებში: “აუტსაიდერი“ და “ზუმბა-ლენდი“.