თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. აჭარის სამართალდამცველებმა ბათუმში 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კ.ს. დააკავა, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.
კ.ს-ს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).