თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ბათუმში ზღვამ გარდაცვლილი შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
„რუსთაველის ქუჩის მიმდებარე სანაპიროზე თვითმხილველებმა ადამიანი შეამჩნიეს და მის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო“, — აცხადებს ტელელარხი.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები გამოცხადდნენ.
ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ცხედარი ექპერტიზაზეა გადაყვანილი.