თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, — იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანები შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა. დაღუპულის ვინაობა არ კონკრეტდება.
გარდა ამისა, დაშავებულია კიდევ ორი მგზავრი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.