Femen-ის მკერდგაშიშვლებული აქტივისტი შესაძლოა დააპატიმრონ

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ატრიბუტიკა
მოსამართლის ატრიბუტიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქალი უკრაინული მოძრაობა Femen-ის წევრი გამოდგა, რომელიც ცნობილია თავისი სკანდალური ფლეშმობებით პოლიტიკოსების მისამართით.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. მოძრაობა Femen-ის აქტივისტ ანჯელინა დიაშს, რომელიც პარასკევს უკრაინისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონიის ჩაშლას შეეცადა, დღეს, შაბათს შეურჩევენ სასჯელის ღონისძიებას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ადვოკატ იაროსლავ იაცენიუკის „ფეისბუქზე“ დაყრდნობით.

შეგახსენებთ: პარასკევს დოკუმენტებზე ხელმოწერის პროცედურის დასაწყისში, რომელსაც პრეზიდენტები პეტრო პოროშენკო და ალექსანდრ ლუკაშენკო ესწრებოდნენ, ახალგაზრდა ქალმა მკერდი მოიშიშვლა და დაიწყო ყვირილი: Жыве Беларусь! (გაუმარჯოს ბელარუსს!"). იგივე ლოზუნგი გოგონას სხეულზეც ეწერა. დაცვამ უცბად სტაცა ხელი დებოშირს და ძალით გაიყვანა დარბაზიდან.

ახალგაზრდა ქალი უკრაინული მოძრაობა Femen-ის წევრი გამოდგა, რომელიც ცნობილია თავისი სკანდალური ფლეშმობებით პოლიტიკოსების მისამართით.

ანჯელინა დიაში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას ახსნა-განმარტების გაკეთება მოუხდა.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა აქტივისტის უფლებები დაარღვიეს. საქმე ისაა, რომ  დიაშმა უარი განაცხადა უფასო ადვოკატის მომსახურებაზე და სამართალდამცავებმა დაკავებულს უწყება პირადი ადვოკატის მისვლამდე ჩააბარეს.  

იაცენიუკის თქმით, სამართალდამცველები სასამართლოში სასჯელის ღონისძიების შესარჩევად შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ.

ყველა ახალი ამბავი
0