თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე პრეზიდენტის სასახლეში თავისი ვაჟის თემოს "ვიზიტის" ფოტოები გამოაქვეყნა.
„თემო მამასთან სამსახურში" — ასე დაასათაურა მარგველაშვილმა შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები, რომლებმაც მოკლე დროში რამდენიმე ათასი „ლაიქი“, გაზიარება და კომენტარი დაიმსახურა.
თემო მარგველაშვილი მას შემდეგ დაიბადა, რაც მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა.
© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ვაჟი თემო
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ვაჟი თემო
თემო — გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას პირველი საერთო შვილია. პრეზიდენტს პირველი ქორწინებიდან ასევე ჰყავს ქალიშვილი ანა, ასევე პირველ ლედის — მაშო.
პრეზიდენტი და მისი მეორე ნახევარი — მხატვარი, ვიზაჟისტი და მსახიობი მაკა ჩიჩუა 2014 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ, ხოლო 2015 წლის 2 თებერვალს პატარა თემო დაიბადა.