თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. უცნობი გოგონა კიევში უკრაინასა და ბელარუსს შორის ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის ჩაშლას შეეცადა, ინციდენტი ტელეარხ 112.Украина-ს პირდაპირ ეთერში მოხვდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ხელმოწერის პროცედურის დასაწყისში, რომელსაც პრეზიდენტები პეტრო პოროშენკო და ალექსანდრ ლუკაშენკო ესწრებოდნენ, ახალგაზრდა ქალმა მკერდი მოიშიშვლა და დაიწყო ყვირილი: Жыве Беларусь! (გაუმარჯოს ბელარუსს!")
იგივე ლოზუნგი გოგონას სხეულზეც ეწერა.
დაცვამ უცბად სტაცა ხელი დებოშირს და ძალით გაიყვანა დარბაზიდან.