კვირიკაშვილი: ბოლო წლებში საქართველო გამოკვეთილ რეგიონულ ლიდერად იქცა
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო გამოკვეთილ რეგიონულ ლიდერად იქცა დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობასა და სასამართლო სისტემის მზარდ დამოუკიდებლობას", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
18-21 ივლისს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება — „ამბასადორიალი“ იმართება.