ერთი კვირის ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში – 24–31 ივლისი

გამოწერა
მომავალ კვირაში ამინდისგან სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. როგორც სინოპტიკოსები, პროგნოზირებენ, დედაქალაქში 24–31 ივლისს ცხელი და მზიანი ამინდი იქნება.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კვირის განმავლობაში 37 გრადუსი იქნება, ხოლო მინიმალური – 22. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

იმისთვის, რომ ქალაქში გასვლა მზის გულზე არ მოგიწიოთ, სჯობს, დილაადრიან ადგეთ და მზის ამოსვლას შეეგებოთ – მზე დაახლოებით 5:46–5:50 საათზე ამოვა.

შეგიძლიათ გასაგრილებლად ე. წ. თბილისის ზღვას, კუსა და ლისის ტბებს ეწვიოთ.

მზე 20:21 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0