ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელები უნგრეთში გაემგზავრნენ

© FB / სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროქართველი სპორტსმენების ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაცილების ცერემონია
ქართველი სპორტსმენების ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაცილების ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები უნგრეთის ფესტივალზე სპორტის შვიდ სახეობაში იასპარეზებს.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ევროპის XIV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი სპორტსმენების გაცილების ცერემონია პარასკევს, 21 ივლისს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (სეოკ) გაიმართა, ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპის საზაფხულო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უნგრეთის ქალაქ დიორში 23-29 ივლისს გაიმართება.

უნგრეთში ქართულ დელეგაციას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.

"მსურს გზა დავულოცო ჩვენ ახალგაზრდა სპორტსმენებს და მინდა შევახსენო, რომ ამ ასაკში შეუძლებელი არაფერია, არ არსებობს დაუმარცხებელი მეტოქე და მიუღწეველი მიზანი. მინდა ახალგაზრდა ვაჟებსა და გოგონებს, ქართული სპორტის მომავალს წარმატება ვუსურვო! იმედს ვიტოვებ, ჩვენი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზი – „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“ დიორშიც გამართლდება", — განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

შშმ ბავშვები საქართველოდან სპეციალური ზამთრის ოლიმპიადის პრიზიორები გახდნენ - Sputnik საქართველო
შშმ ბავშვები საქართველოდან სპეციალური ზამთრის ოლიმპიადის პრიზიორები გახდნენ

საქართველოს ნაკრებს დიორის შეჯიბრებებზე წარადგენს 32 სპორტსმენი სპორტის შვიდ სახეობაში: 11 — ძიუდო, 7 — მძლეოსნობა, 4 — სპორტული ტანვარჯიში, 3 — ჩოგბურთი, 2 — ცურვა და 2 — ველოსპორტი.

ფესტივალზე ევროპის 50 ქვეყნიდან 2500 სპორტსმენს ელოდებიან, რომლებიც მედლებს სპორტის ათ სახეობაში გაითამაშებენ: კალათბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ველოსპორტი, ნიჩბოსნობა, ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, სპორტული ტანვარჯიში და ჩოგბურთი.

უკანასკნელ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც თბილისში 2015 წელს ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა 10 მედალი მოიპოვა — 4 ოქროს და 6 ბრინჯაოს. აქედან საქართველოს გუნდმა 9 ჯილდო ძიუდოში მოიპოვა, ხოლო ერთი მედალი სპორტულ ტანვარჯიშში.

ევროპის საზაფხულო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი პირველად 1991 წელს ბრიუსელში ჩატარდა და იმ დროიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

მომდევნო, მე-15 ფესტივალი ბაქოში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0