ამინდი საქართველოში უქმეებზე: სიცხე და ხანმოკლე წვიმები

© Sputnik / Alexander Imedashviliხედი თბილისზე
ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს უქმეებზე +36 გრადუსი ელის.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე სინოპტიკოსები ვარაუდობენ სიცხეს და ხანმოკლე წვიმებს, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

შაბათი, 22 ივლისი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 19-24 გრადუსი სითბო, დღისით — 30-35. მაღალ მთაში ღამით 10-15 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 27-32.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, დღისით — 33-38. მაღალ მთაში ღამით 10-15 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 24-29.

თბილისში დროგამოშვებით მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ძირითადად უნალექო ამინდი. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამე იქნება 22 გრადუსი სითბო, დღისით — 36.

კვირა, 23 ივლისი

დასავლეთ საქართველოს რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, აღმოსავლეთში 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, დღისით — 25-30. მაღალ მთაში ღამით 11-16 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 23-28.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 18-23 გრადუსი სითბო, დღისით — 32-37. მაღალ მთაში ღამით 10-15 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 21-26.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს. ღამე იქნება 23 გრადუსი სითბო, დღისით — 36.

ყველა ახალი ამბავი
0