თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ქობულეთში მაშველები ზღვიდან ექვსი ტურისტის გამოყვანას ცდილობენ, რასაც ძლიერი ტალღები აფერხებს, აცნობა „Sputnik-საქართველოს“ თვითმხილველმა.
დამსვენებლები წყალში თამარ მეფის ქუჩის №54-ის მახლობლად შევიდნენ და ვეღარ გამოვიდნენ.
სამაშველო ოპერაციას ის ართულებს, რომ ტურისტები დინებას ურეკის მიმართულებით მიჰყავს.