თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ოზურგეთში წარსულში ნასამართლევი გურამ ფოცხიშვილი და მისი სიძე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული აღმოაჩინეს ავტომობილში, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ფოცხიშვილი „კანონიერი ქურდის“ გურამ ფოცხიშვილის შვილიშვილი იყო.