ლელა წურწუმია: ჩემი სოლო–კონცერტი იყო ქართულ რეალობაში პირველი შოუ

© photo: Kakhi Mamulashvili / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ლელა წურწუმია თავისი პირველი სოლო–კონცერტის შესახებ საუბრობს და 90-იანი წლების ქართულ ესტრადას იხსენებს.
ლელა წურწუმია: ჩემი სოლო კონცერტი იყო ქართულ რეალობაში პირველი შოუ

„ეს იყო ერთგვარი საანგარიშო კონცერტი. მახსოვს, მართლა ანშლაგით ჩაიარა კონცერტმა. ეს იყო ქართულ რეალობაში პირველი შოუ. მაშინ ძალიან ჭარბად იყო რუსული ესტრადა და ჩვენ, იმ პერიოდის მომღერლები მაქსიმალურად ვეცადეთ ქართული სიმღერა დაგვებრუნებინა“, – იხსენებს ლელა წურწუმია.

მომღერალს მიაჩნია, რომ 90-იან წლებში იმ პერიოდის მომღერლებს ტყუილად არ უშრომიათ და თვლის, რომ სწორედ იმ პერიოდის მომღერლები კარნახობენ მოდას, რადგან ძველი სიმღერები ისევ აქტუალურია.

ყველა ახალი ამბავი
0