ფემინისტების საპროტესტო აქცია ძალადობის წინააღმდეგ

გამოწერა

ოთხშაბათს აღმაშენებლის გამზირზე "ქალთა სოლიდარობის მარში" გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში საუკეთესო კადრები საპროტესტო აქციიდან.

ხმაურიანად ჩაიარა ძალადობის, უთანასწორობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ გამართულმა საპროტესტო აქციამ, რომლის ინიციატორებიც იყვნენ ფემინისტები და ქალთა უფლებების დამცველები. ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობაში. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები, იყენებდნენ სასტვენებს, მეგაფონით სკანდირებდნენ ლოზუნგებს და წვავდნენ ფაიერებს. აქციამ შემთხვევების გარეშე ჩაიარა, უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა პოლიცია.

აქცია შემთხვევით არ ჩატარებულა რამდენიმე დღის წინ გამართული "ქართველთა მარშის" ადგილზე. "ქალთა სოლიდარობის მარში" იყო პასუხი არა მხოლოდ "ქართველთა მარშზე", არამედ მისი რამდენიმე აქტივისტის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მუქარაზე თათია დოლიძის მიმართ, რომელიც "საქართველოს უნივერსიტეტის" ლექტორი და გაეროში საქართველოს ახალგაზრდული დელეგაციის წარმომადგენელია. მუქარის მიზეზი დოლიძის მიერ "ქართველთა მარშის" და მისი ორგანიზატორების გაკრიტიკება იყო.

© Sputnik / Alexander Imedashvili14 ივლისს გამართული "ქართველთა მარშისა" და მისი თანმდევი სკანდალის საპასუხოდ "ქალთა სოლიდარობის მარში" იმავე ადგილზე გაიმართა
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
1/15
14 ივლისს გამართული "ქართველთა მარშისა" და მისი თანმდევი სკანდალის საპასუხოდ "ქალთა სოლიდარობის მარში" იმავე ადგილზე გაიმართა
© Sputnik / Alexander Imedashviliფემინისტების აქციამ ხმაურიანად და სანახაობრივად ჩაიარა - ბევრი პლაკატი, ანთებული ფაიერები, ლოზუნგების სკანდირება და სტვენა
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
2/15
ფემინისტების აქციამ ხმაურიანად და სანახაობრივად ჩაიარა - ბევრი პლაკატი, ანთებული ფაიერები, ლოზუნგების სკანდირება და სტვენა
© Sputnik / Alexander Imedashvili"ქალთა სოლიდარობის მარშს" ათობით ჟურნალისტი და სხვადასხვა ტელევიზიების მრავალი გადამღები ჯგუფი აშუქებდა
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
3/15
"ქალთა სოლიდარობის მარშს" ათობით ჟურნალისტი და სხვადასხვა ტელევიზიების მრავალი გადამღები ჯგუფი აშუქებდა
© Sputnik / Alexander Imedashviliაქტივისტების ნაწილი მსვლელობის დროს აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილდებოდა სკუტერებითა და მოპედებით და გამვლელებს დეომნსტრაციის შესახებ აუწყებდნენ
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
4/15
აქტივისტების ნაწილი მსვლელობის დროს აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილდებოდა სკუტერებითა და მოპედებით და გამვლელებს დეომნსტრაციის შესახებ აუწყებდნენ
© Sputnik / Alexander Imedashviliფემინისტების მსვლელობამ დიდი ყურადღება მიიპყრო
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
5/15
ფემინისტების მსვლელობამ დიდი ყურადღება მიიპყრო
© Sputnik / Alexander Imedashviliაღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს იღებდნენ ტურისტებიც
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
6/15
აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს იღებდნენ ტურისტებიც
© Sputnik / Alexander Imedashviliაქცია შემთხვევების გარეშე ჩატარდა, მსვლელობისას უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა პოლიცია
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
7/15
აქცია შემთხვევების გარეშე ჩატარდა, მსვლელობისას უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა პოლიცია
© Sputnik / Alexander Imedashviliქალთა მარში იმედის მიმცემი იყო სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლების ქვეყნიდან გასახლებასაც ითხოვდნენ "ქართველთა მარშის" მონაწილეები
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
8/15
ქალთა მარში იმედის მიმცემი იყო სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლების ქვეყნიდან გასახლებასაც ითხოვდნენ "ქართველთა მარშის" მონაწილეები
© Sputnik / Alexander Imedashvili"ქალთა სოლიდარობის მარშის" მიმდინარეობისას აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დაიკეტა
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
9/15
"ქალთა სოლიდარობის მარშის" მიმდინარეობისას აღმაშენებლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დაიკეტა
© Sputnik / Alexander Imedashviliქალთა მარშის ზოგიერთი მონაწილე საკუთარ ბანერზე პირდაპირ მიმართავდა იმ პირებს, ვინც ემუქრებოდა თათია დოლიძეს - გაეროში საქართველოს ახალგაზრდული დელეგაციის წარმომადგენელს, აქტივისტს და "საქართველოს უნივერსიტეტის" ლექტორს. მუქარის მიზეზი დოლიძის მიერ "ქართველთა მარშის" და მისი ორგანიზატორების გაკრიტიკება იყო
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
10/15
ქალთა მარშის ზოგიერთი მონაწილე საკუთარ ბანერზე პირდაპირ მიმართავდა იმ პირებს, ვინც ემუქრებოდა თათია დოლიძეს - გაეროში საქართველოს ახალგაზრდული დელეგაციის წარმომადგენელს, აქტივისტს და "საქართველოს უნივერსიტეტის" ლექტორს. მუქარის მიზეზი დოლიძის მიერ "ქართველთა მარშის" და მისი ორგანიზატორების გაკრიტიკება იყო
© Sputnik / Alexander Imedashvili"ქალთა სოლიდარობის მარშის" მონაწილეებს მიჰქონდათ პლაკატები წარწერით: "ძალადობას არ აქვს ეროვნება!", "ჩვენ არ მოვითმენთ დამცირებას და ძალადობას!"
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
11/15
"ქალთა სოლიდარობის მარშის" მონაწილეებს მიჰქონდათ პლაკატები წარწერით: "ძალადობას არ აქვს ეროვნება!", "ჩვენ არ მოვითმენთ დამცირებას და ძალადობას!"
© Sputnik / Alexander Imedashvili"ქალთა სოლიდარობის მარშის" ორგანიზატორებმა ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს - დაისაჯონ ისინი, ვინც იმუქრებოდა თათია დოლიძის გაუპატიურებით, მიიღონ კანონი სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ, დემონსტრაციულად და ღიად უარყონ ძალადობა და ფაშიზმი
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
12/15
"ქალთა სოლიდარობის მარშის" ორგანიზატორებმა ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს - დაისაჯონ ისინი, ვინც იმუქრებოდა თათია დოლიძის გაუპატიურებით, მიიღონ კანონი სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ, დემონსტრაციულად და ღიად უარყონ ძალადობა და ფაშიზმი
© Sputnik / Alexander Imedashvili"ქალთა სოლიდარობის მარშის" მონაწილეებმა მედიას მოუწოდეს "ფაშისტური რიტორიკის" ტირაჟირების შეწყვეტისკენ და მოძალადე ხალხისათვის ეთერის დათმობაზე უარის თქმისკენ
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
13/15
"ქალთა სოლიდარობის მარშის" მონაწილეებმა მედიას მოუწოდეს "ფაშისტური რიტორიკის" ტირაჟირების შეწყვეტისკენ და მოძალადე ხალხისათვის ეთერის დათმობაზე უარის თქმისკენ
© Sputnik / Alexander Imedashviliმსვლელობის შემდეგ მარშის მონაწილეებმა მარჯანიშვილის მოედანზე გადაინაცვლეს
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
14/15
მსვლელობის შემდეგ მარშის მონაწილეებმა მარჯანიშვილის მოედანზე გადაინაცვლეს
© Sputnik / Alexander Imedashviliმარჯანიშვილის მოედანზე მიტინგის შემდეგ "ქალთა სოლიდარობის მარში" დაიშალა
ქალთა სოლიდარობის მარში - Sputnik საქართველო
15/15
მარჯანიშვილის მოედანზე მიტინგის შემდეგ "ქალთა სოლიდარობის მარში" დაიშალა
ყველა ახალი ამბავი
0