,
ეკა ჩხეიძე: ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია, ვერც ერთს ვერ დავთმობდი
„ჩემთვის პროფესიაც და პირადი ცხოვრებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვერც ერთს ვერ დავთმობდი. როცა სამსახურში არ მეჩქარება, მაშინ მაქვს დეპრესია. მგონია, რომ არავის არ ვჭირდები“, – ამბობს ეკა ჩხეიძე.
მსახიობის განცხადებით, ზაფხული არ უყვარს იმის გამო, რომ შვებულებაში უწევს გასვლა. მისთვის დასვენება 3-4 დღით ქალაქიდან გასვლაა. ერთი თვე დასვენება კი ვერ წარმოუდგენია.