საუდის არაბეთში მოკლე კაბისთვის დაპატიმრებული გოგონა გაათავისუფლეს — ვიდეოკადრები

საუდის არაბეთი
საუდის არაბეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე გავრცელდა მოკლე ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ სეირნობს მოკლე ქვედაბოლოსა და მაისურში გამოწყობილი გოგონა სოფლის უკაცრიელ ქუჩაში.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საუდის არაბეთის პოლიციამ გაათავისუფლა გოგონა, რომელიც სამშაბათს მოკლე კაბის ტარებისთვის დააპატიმრეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „ასოშეიტედ პრესზე“ დაყრდნობით.

მანამდე, ორშაბათს, ინტერნეტით გავრცელდა მოკლე ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ სეირნობს მოკლე ქვედაბოლოსა და მაისურში გამოწყობილი გოგონა სოფლის უკაცრიელ ქუჩაში.

მალე Twitter-ში გაჩნდა როგორც გოგონას მხარდამჭერი, ისე მისი საქციელის დამგმობი ჰეშთეგები.

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთში ქალები ვალდებულები არიან, ისეთი სამოსი ატარონ, რომელიც მთელ სხეულს დაუფარავთ.

სააგენტოს ინფორმაციით, გოგონა ბრალის წაუყენებლად გაათავისუფლეს რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0