საქართველოს მილებით რუსული კომპანია მოამარაგებს

© photo: Sputnik / Boris Babanovნავთობსადენი
ნავთობსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩელიაბინსკის მილსადენი ქარხნის ჯგუფი საქართველოში შემოიტანს მილებს მაგისტრალური ნავთობსადენებისთვის, ანარინებს.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. რუსეთში მილების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი ჩელიაბინსკის მილსადენი ქარხნის ჯგუფი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას 400 ტონა ფოლადის მილსა და 25 ტონა საწვიმარ ღარებს მიაწვდის, აღნიშნულია ჯგუფის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
თბილისში ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდა

პარტია მოიცავს დიდი დიამეტრის შედუღებულ მილებს მაგისტრალური ნავთობსადენებისთვის, ცხლად- და ცივადდეფორმირებულ უნაკერო მილებს, 60-ზე მეტი სახეობის ანარინებს.

პროდუქცია ჯგუფის საწარმოებში მოამზადეს.

კონტრაქტის პირობების თანახმად, პროდუქციის ჩამოტანა ივლისის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მას გაზსატრანსპორტო ქსელის სარემონტო-საექსპლუატაციო საჭიროებებისთვის გამოიყენებენ.

ჩელიაბინსკის მილსადენი ქარხანა რუსეთის მეტალურგიული კომპლექსის სამრეწველო ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი მილების კომპანიების ათეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0