თბილისში თათია დოლიძის მხარდასაჭერად „ქალთა სოლიდარობის მარში“ ჩატარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliქალთა სოლიდარობის მარში თბილისში
ქალთა სოლიდარობის მარში თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს თათია დოლიძეს, რომელსაც სოციალური ქსელებით ემუქრებოდნენ იმის გამო, რომ „ქართველთა მარში“ გააკრიტიკა.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში „ქალთა სოლიდარობის მარშში“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ძალადობის, უთანასწორობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ იყო მიმართული, გვატყობინებს Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

მარში დავით აღმაშენებლის პროსპექტზე გაიმართა, სადაც 14 ივლისს მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა სახელწოდებით „ქართველთა მარში“, რომლის მონაწილეებიც უცხოელთა უკანონო ქმედებებს აპროტესტებდნენ საქართველოში ლოზუნგით „დაიცავი საქართველო!“

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქალთა სოლიდარობის მარშის“ მონაწილეები
Участницы акции в защиту женщин  - Sputnik საქართველო
„ქალთა სოლიდარობის მარშის“ მონაწილეები

სწორედ „ქართველთა მარში“ იქცა „ქალთა სოლიდარობის მარშის“ ჩატარების მიზეზად. 

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდების ყოფილი წარმომადგენელი, აქტივისტი და უნივერსიტეტის ლექტორი თათია დოლიძე ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც „ქართველთა მარში“ გააკრიტიკა, „ფეისბუქში“ მისი მისამართით შეურაცხყოფისა და მუქარის ნიაღვარი წამოვიდა, მათ შორის, სექსუალური ხასიათისა.

შესაბამისად, თათია დოლიძემ  განცხადებით მიმართა პოლიციას. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე „მუქარის“ მუხლით აღძრა.

ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოთქმულმა შეურაცხყოფამ და მუქარამ პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ინციდენტი ასევე დაგმეს საქართველოში გაეროს ელჩმა ნილს სკოტმა, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, ოპოზიციურმა პარტიებმა და სხვებმა.

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქალთა სოლიდარობის მარში“ დავით აღმაშენებლის პროსპექტზე
Участницы акции в защиту женщин  - Sputnik საქართველო
„ქალთა სოლიდარობის მარში“ დავით აღმაშენებლის პროსპექტზე

ქალთა სოლიდარობის მარშის“ მთავარი ლოზუნგები იყო: „ჩვენ აღარ მოვითმენთ!“ და „დასრულდეს ქალზე ძალადობა!“

მარშის მონაწილეები იმ მოძალადეთა დასჯას მოითხოვენ, რომლებიც ახალგაზრდა ქალს ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ. ისინი ასევე მოითხოვენ კანონის მიღებას სექსუალური შევიწროების შესახებ.  

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს მედიას, შეწყვიტონ ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და იმ ადამიანების ეთერში მიწვევა, რომლებიც მოძალადეობრივი მოწოდებებით გამოირჩევიან.

ყველა ახალი ამბავი
0