კობახიძე: საელჩოების წარმატებული მუშაობა ქვეყნის სტაბილურობით არის განპირობებული

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო პოლიტიკური წარმატების საფუძველი არა უცხოეთის დედაქალაქებში, არამედ საქართველოში იქმნება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ამბასადორიალი 2017"-ზე სიტყვით გამოსვლისას.

კობახიძე: „საელჩოების წარმატებული მუშაობა ქვეყნის სტაბილურობით არის განპირობებული"
„საელჩოების წარმატებული მუშაობა განპირობებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობით, წარმატებული რეფორმებით, დემოკრატიული გარდაქმნებითა და ეკონომიკური წინსვლით, რითიც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ხელისუფლება", — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

18-21 ივლისს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება — "ამბასადორიალი 2017" იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0