„დიუნკერკი" და კინო თბილისში: რა ვნახოთ 20-23 ივლისს

გამოწერა
სამხედრო დრამა "დიუნკერკი" და ამიტვილის საშინენელება - "Sputnik-საქართველო" განაგრძობს ყველაზე "ცხელ-ცხელი" კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების მიმოხილვას, რომლებიც კინომანებს უქმეებზე ელით.

20 ივლისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

"დიუნკერკი"(Dunkirk) — რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის სამხედრო დრამა. ფილმი ეფუძნება დიუნკერკის ოპერაციის მოვლენებს — მეორე მსოფლიო ომის დროს 1940 წელს დიუნკერკის ბრძოლის შემდეგ ქალაქ დიუნკერკთან გერმანულმა ჯარებმა ინგლისური, ფრანგული და ბელგიური სამხედრო ნაწილები დაბლოკეს, რომელთა ევაკუაციას დიუნკერკის ოპერაცია დაერქვა. ბრიტანული და მოკავშირეთა ჯარების ასი ათასობით ჯარისკაცი მოწინააღმდეგის ალყაში მოხვდა: პლაჟზე ხაფანგში მოხვედრილები და ზურგით ზღვისკენ აღმოჩენილები, ისინი გამოუვალ სიტუაციაში არიან, მოწინააღმდეგის ალყა სულ უფრო ვიწროვდება. მთავარ როლებში: ტომ ჰარდი, კენეტ ბრანა, კილიან მერფი, მარკ რაილენსი, გარი სტაილსი.

საინტერესო ფაქტები: ეს კრისტოფერ ნოლანის ომზე პირველი ფილმია. გარი სტაილსი — ბრიტანელი მომღერალი, ჯგუფ One Direction-ის წევრია. ამბობენ, რომ გოგონების მხრიდან მოჭარბებული ყურადღების გამო გადასაღებ მოედანზე მხოლოდ პირადი მცველის თანხლებით ჩნდებოდა.

„ამიტვილი: ეშმაკის გამოღვიძება" (Amityville: The Awakening) — რეჟისორ ფრანკ ჰალფუნის ამერიკული საშინელებათა ფილმი, 1979 წლის ფილმის რემეიკი. გოგონა ბელი, მისი პატარა და და ტყუპისცალი ძმა, რომელიც კომაშია, თავის მარტოხელა დედა ჯოანთან ერთად უფრო იაფფასიან სახლში გადადიან, რათა ავადმყოფი ბავშვის სამკურნალოდ ფული დაზოგონ. ამ სახლში გადასვლის შემდეგ უცნაური მოვლენები იწყება, მათ შორის ჯოანის ვაჟის მოულოდნელი გამოჯანმრთელებაც. ბელ ფიქრობს, რომ დედამისი მას რაღაცას უმალავს და მალე შეიტყობს საშინელ ისტორიას იმ სახლის შესახებ, რომელშიც ისინი გადაბარგდნენ.

საინტერსო ფაქტები: ფილმი რეალურ მოვლენებს ეფუძნება. 1965 წელს ამერიკის ქალაქ ამიტვილში სამსართულიან სახლში ოჯახი გვარად დე ფეო დასახლდა, იცხოვრა იქ 9 წელი, შემდეგ კი საშინელება მოხდა. პოლიციაში დარეკა უცნობმა პირმა და სახლში სროლის ხმის შესახებ განაცხადა. პოლიციის პატრულმა სახლში მსხვილკალიბრიანი იარაღიდან მოკლული ექვსი ადამიანი აღმოაჩინა. ესენი დე ფეოს ოჯახის წევრები იყვნენ — ოჯახის უფროსი რონალდ დე ფეო, ოთხი შვილი და მათი დედა ლუიზა. მოგვიანებით დადგინდა, რომ სასტიკი მკვლელი რონალდ დე ფეო-უმცროსი აღმოჩნდა, რომელიც ერთადერთი გადარჩენილი ოჯახის წევრი იყო. დამნაშავე ამტკიცებდა, რომ გონზე იყო და ზუსტად აღიქვამდა, რასაც ჩადიოდა, მაგრამ ამავე დროს მას ვიღაცის ხმა ჩაესმოდა, რომელიც კარნახობდა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სახლი კი აშშ-ის ტერიტორიაზე ყველაზე საშიში სახლების სიაში შეიტანეს.

„ოვერდრაივი"(Overdrive) — რეჟისორ ანტონიო ნეგრეტას ფრანგული ბოევიკი. მთავარ როლებში — ანა დე არმასი, სკოტ ისტვუდი, გაია უაისი, ფრედი ტორპი. ანდრიუ და გარეტ ფოსტერები — ავანტიურისტი ძმები არიან, რომლებიც ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ავტომობილების გატაცებით არიან დაკავებული. აქამდე მათ უსიამოვნებებს თავი აარიდეს, მაგრამ მორიგი საქმის დროს სასტიკი კრიმინალი ბოსის სამიზნეები აღმოჩნდნენ. ახლა, მათ თავიანთი სიცოცხლის გადარჩენის საფასურად, ბოსისთვის მისი დაუძინებელი მტრის ყველაზე ძვირფასი ავტომობილი უნდა მოიპარონ.

გასული კვირიდან თბილისი კინოეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ კეიტ შორტლანდის ავსტრალიური ტრილერი "ბერლინის სინდრომი" (Berlin Syndrome) და რეჟისორ მეტ რივზის ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი "ბრძოლა მაიმუნების პლანეტისთვის" (War for the Planet of the Apes).

ასევე თბილისის კინოთეატრებში — ამერიკული მხატვრული ფილმი "სპაიდერმენი: დაბრუნება" (Spider-Man: Homecoming) და რეჟისორ ენდრიუ ჯ. კოენის ამერიკული კომედია "ოპერაცია კაზინო" (The House) და ამერიკული სათავგადასავლო ფილმი "კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან".

მულტფილმები ბავშვებისათვის — მულტფილმი "საზიზღარი მე 3", "მანქანები 3" (Cars 3) და კომპიუტერულ-ანიმაციური კომედიური ფილმი "კაპიტანი ტრიკო" (Captain Underpants).

გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!


ყველა ახალი ამბავი
0