თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ამიერიდან საქართველოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში შესაძლებელი იქნება გამოჩენილი რუსი ფერმწერის, გრაფიკოსისა და აბსტრაქციონიზმის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვასილი კანდინსკის ნაწარმოებების ნახვა
საუბარია ნახატებზე "სურათი წრით — პირველი უსაგნო" (1901) და "შავი შტრიხი" (1920). საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში ვასილი კანდინსკის 1930-იანი წლებიდან დაცული ნამუშევრები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შედევრების ექსპოზიციაში ჩაერთო. გამოფენა 2017 წლის დაახლოებით ნოემბრამდე გასტანს, აღნიშნავენ მუზეუმში.
ეს ორი ნამუშევარი 2017 წლის 5 მარტიდან 9 ივლისის ჩათვლით წარმოდგენილი იყო რეტროსპექტულ გამოფენაზე მილანის კულტურის მუზეუმში MUDEC.
ამიერიდან კი კანდინსკის ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმში ბერნანდო დადის, ლუკას კრანახის (უფროსი), იან სტენის, იაკობ ვან რეისდალის, ოგიუსტ როდენის, პაბლო პიკასოს, ასევე ნიკო ფიროსმანაშვილის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის და სხვათა შედევრების გვერდით გამოიფინა.
ვასილი კანდინსკი — მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვანი, აბსტრაქციონიზმის დამფუძნებელი, რომელმაც თანამხედროვე ხელოვნების განვიტარებაზე ღრმა გავლენა მოახდინა.
ამჟამად კანდინსკი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული რუსი მხატვარია. აუქციონებზე მისი ქმნილებები ათობით მილიონ აშშ დოლარად ფასდება.