ამას ქალი ვინ მიათხოვა?! ანუ გაუთლელი სასიძო და უგუნური ნათესაობა

გამოწერა

ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც ინგუში სასიძოსა და საპატარძლოს ურთიერთობის სცენას ასახავს, უამრავი სალანძღავი კომენტარი დაიმსახურა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ კადრები შემზარავია და შესაბამისად, საზოგადოების აღშფოთებაც სრულიად სამართლიანი გახლავთ.

ვიდეოს ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთიელმა სასიძომ, "რაღაც მანქანებით", 21-ე საუკუნეში პირდაპირ შუა საუკუნეების სიბნელიდან ამოყო თავი. ყოველ შემთხვევაში, მისი ამაზრზენი ქცევა სხვა არაფერზე მეტყველებს.

იხილეთ ვიდეო და თავად ნახეთ, სადამდე შეიძლება მივიდეს უგუნური რწმენა იმისა, რომ მამაკაცი დაბადებიდან ქალზე მეტი უფლებებით სარგებლობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0