საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას პარტნიორობის შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელი კოლეგის ვიზიტს საქართველოში ისტორიული უწოდა

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

"დღეს თბილისს ისტორიული ვიზიტით სტუმრობს უკრაინის პრეზიდენტი, ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს უკრაინელი ხალხის ბრძოლას, ბრძოლას თავისუფლების და თავისუფალი არჩევანისთვის, ბრძოლას, რომელიც ჩვენ გავიარეთ და ვაჩვენეთ, რომ ყველაზე მაღალი ღირებულება არჩევანის თავისუფლებაა", — განაცხადა მარგველაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან მადლობა გადაუხადა პოროშენკოს მოწვევის მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტმა საქართველოსა და უკრაინის ხალხების თანამშრომლობას მნიშვნელოვანი სტიმული მისცა.

"ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ნდობის უმაღლესი ფორმაა", — განაცხადა პოროშენკომ.

 

ყველა ახალი ამბავი
0