მარგველაშვილი და პოროშენკო: საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან

გამოწერა

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას და გამართეს საერთო პრეს-კონფერენცია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა დოკუმენტზე ხელის მოწერის ცერემონია და რა განცხადებები გააკეთეს სახელმწიფოების მეთაურებმა ჟურნალისტებთან საუბარში.

საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას თბილისში ხელი მოაწერეს გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ. მხარეებს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება შედგა განათლების სფეროშიც. დოკუმენტის ხელის მოწერის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.

"ჩვენ ვართ ერები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში ამაყად ვატარეთ თავისუფლების, დამოუკიდებლობის დროშა და ერები, რომლებიც მზად არიან ამ არჩევანისთვის იბრძოლონ", — განაცხადა მარგველაშვილმა.

პოროშენკოს თქმით საქართველო უკრაინისათვის არის მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც უკრაინა ნდობას უცხადებს.

„ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით. ეს ქვეყნების ხალხებისა და მათი ხელმძღვანელების ურთიერთნდობის უმაღლესი ფორმაა. სტრატეგიული პარტნიორობა საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებს ეფუძნება. მე უზომოდ მადლიერი ვარ ამ პარტნიორობისთვის. ეს ჩვენი ქმედებების მუდმივი კოორდინაციაა, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, — აღნიშნა პოროშენკომ.

პოროშენკომ დაამატა, რომ საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ასევე "განპირობებულია საერთო გამოწვევებითა და საფრთეებით. 

ყველა ახალი ამბავი
0