Depeche Mode-ის ლიდერი მინსკის საავადმყოფოში აღმოჩნდა

© Sputnik Беларусьდეივ გაანი მინსკის საავადმყოფოში
დეივ გაანი მინსკის საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად ორგანიზატორები კიევში ოთხშაბათს დანიშნული კონცერტის ჩატარების საკითხს წყვეტენ.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ჯგუფ Depeche Mode-ის სოლისტი დეივ გაანი მინსკის საავადმყოფოში საკვები მოწამვლის დიაგნოზით გადაიყვანეს, იუწყება "Sputnik-ბელარუსი".

ორშაბათს მინსკში ბრიტანული სინტი-პოპ-ჯგუფ Depeche Mode-ის კონცერტი უნდა შემდგარიყო. თუმცა გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო კონცერტი გადაიდო.

ამჟამად ჯგუფის ფრონტმენი კლინიკიდან გაწერეს, მის მდგომარეობას ექიმები აფასებენ როგორც დამაკმაყოფილებელს. მედიკოსები იუწყებიან, რომ არტისტის მდგომარეობის სტაბილიზაციას ღამის პირველ საათამდე ცდილობდნენ. მადლობის ნიშნად დეივმა კლინიკის თანამშრომლებთან ერთად სურათი გადაიღო.

მედიკოსებს საკმაოდ გაუჭირდათ ქომაგების მოზღვავების გამო, რომლებიც კუმირის მოლოდინში კლინიკის კედლებთან მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ.

"Sputnik-ბელარუსის" კორესპონდენტი იუწყება, რომ სამედიცინო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვოკალისტის სისხლში უცხო პრეპარატები აღმოჩენილი არ არის.

"მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ დეივის მდგომარეობა გაუმჯობესდა და დღეს გავემგზავრებით უკრაინაში კიევში ხვალინდელი საღამოს შოუს მოსამზადებლად", — დაწერეს ჯგუფის წევრებმა Facebook-გვერდზე.

Depeche Mode კონცერტით წარდგება კიევში ოთხშაბათს და პარასკევს — პოლონეთის დედაქალაქში.

"ფანებს მინსკში გუშინდელი შოუს ბილეთებით: ყველა შესაძლებლობას ვსწავლობთ და უახლოეს დღეებში მეტი ინფორმაცია გვექნება. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის და კარგი სურვილებისათვის გასულ ღამეს და ამ დილით", — დასასრულს დაწერეს Depeche Mode-ის წევრებმა.

ყველა ახალი ამბავი
0