თბილისში ნაპოვნია მოკლული გოგონა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია შემთხვევის ადგილზე
პოლიცია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიის ინფორმაციით, გოგონა მისი დეიდის სახლში იპოვეს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ყელგამოჭრილი გოგონას ცხედარი უზნაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.

საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия იუწყება, რომ საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე მუხლით ("განზრახ მკვლელობა").

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 19 წლის გოგონას ცხედარი ნაპოვნია მისი დეიდის სახლში, რომელიც იმ მომენტში ფოთში იმყოფებოდა. ქალმა განგაში მას შემდეგ ატეხა, როდესაც დისშვილს მთელი დღის განმავლობაში ტელეფონით ვერ დაუკავშირდა. მან მიმართა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს. სააგენტოს თანამშრომლებმა გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა ცხოვრობდა ბიძაშვილთან ერთად, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ყველა ახალი ამბავი
0