თბილისში, სურბ-გევორქის სომხური სკათედრო ტაძრის ეზოში ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალი "ტოლმა 2017" გაიმართა. იხილეთ ფესტივალის ამსახველი ვიდეოკადრები "Sputnik-საქართველოსგან".
თბილისში გამართულ ფესტივალზე სომხური ტოლმის ათობით სახეობა იყო წარმოდგენილი. საუკეთესო ტოლმას სომხეთიდან მოწვეული კომპეტენტური ჟიური არჩევდა, რომელსაც ტრადიციულად სედრაქ მამულიანი ხელმძღვანელობდა.
"ასეთი მოვლენები ხელს უწყობს ხალხების დაახლოებას. ადამიანები სუფრასთან კიდეც მიირთმევენ და კიდეც საუბრობენ. სასადილო მაგიდა ძველთაგან მრგვალი ფორმისა იყო, ხოლო მრგვალ მაგიდასთან, ჩემი აზრით, ყველა საკითხი იჭრება", — განუცხადა სედრაქ მამულიანმა „Sputnik-საქართველოს“.
ტოლმის ფესტივალი თბილისში უკვე მეხუთედ ჩატარდა. წლიდან წლამდე მასში სულ უფრო მეტი მსურველი მონაწილეობს. მათ მხოლოდ საკუთარი ხელით მომზადებული ტოლმის წარდგენა ევალებათ ჟიურისთვის, რომელიც, კერძის გემოს გარდა, მის გაფორმებასა და სუფრაზე მიტანის ფორმასაც აფასებს.