კეპულაძე „გადასახადების ზრდისგან დაზღვეულები უნდა ვიყოთ".
„ჩვენ უნდა ვიყოთ დაზღვეული იმისგან, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანაში შესაძლებელია მოვიდეს ისეთი მთავრობა, ვისაც გადასახადების გაზრდის სურვილი გაუჩნდება და თანაც ამას ისე გააკეთებს, რომ მოსახლეობას საერთოდ არ ჰკითხავს", — აღნიშნა გიორგი კეპულაძემ "Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
კონსტიტუციის 94 მუხლის გაუქმება, რომელიც მოსახლეობის თანხმობის გარეშე გადასახადების გაზრდას კრძალავს, მთავრობამ 12 წლით გადადო. საქართველოს კონსტიტუციაში 94-ე მუხლის შენარჩუნებისკენ მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მოუწოდა. თავის დროზე კონსტიტუციის ეს ნორმა და შესაბამისი კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ეკონომიკური თავისუფლების აქტის ფარგლებში მიიღეს.