MLS–ის კლუბში ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი შედგა

© AFP 2024 / PAUL FAITHვაკო ყაზაიშვილი (ცენტრში მარცხნივ)
ვაკო ყაზაიშვილი (ცენტრში მარცხნივ) - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი ამხანაგურ მატჩში 63–ე წუთზე გავიდა მოედანზე და მისი თამაში აქტიურობით გამოირჩეოდა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველის, ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი MLS–ის კლუბ "სან–ხოსე ერტკვეიკსში" ფრანკფურტის "აინტრახტის" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში შედგა.

შეხვედრა კალიფორნიაში, ამერიკული გუნდის, "ავაია სტედიუმის" არენაზე გაიმართა და მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

ყავაიშვილი მოედანზე 63–ე წუთზე გავიდა. მას თამაშის ბოლოს შესანიშნავი საშუალება ჰქონდა, მეხუთე გოლი გაეტანა თავისი გუნდისთვის, თუმცა გერმანული კლუბის მცველმა ბოლო მომენტში მას ხელი შეუშალა.

ქართველი ნახევარმცველი "სან–ხოსე ერტკვეიკსში" ამა წლის ივნისის ბოლოს ვარშავის "ლეგიიდან" გადავიდა, სადაც იჯარის უფლებებით თამაშობდა. 24 წლის ყაზაიშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა MLS–ის კლუბთან და ყველაზე ახალგაზრდა შენაძენი "სან–ხოსესთვის" კლუბის არსებობის ისტორიაში.

გუნდი სან–ხოსედან MLS–ის დასავლეთ კონფერენციაში გამოდის დ 19 ჩატარებული ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

ყველა ახალი ამბავი
0