თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. კალიფორნიელ (აშშ) რობერტ როის კატების მკვლელობისთვის 16 წლით პატიმრობა შეუფარდეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა USA Today–ზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კატების დაკარგვა კალიფორნიის ერთ–ერთი რაიონიდან 2015 წლიდან დაიწყო, შემდეგ კი მათ მკვდარს პოულობდნენ.
დამნაშავეს პირველი კატის გაქრობიდან ერთ თვეში მიაკვლიეს. მაშინ პოლიციამ ერთ–ერთ ავტოსადგომზე იპოვა ავტომობილი, რომლის პანელზე მკვდარი კატა იყო. ავტომობილის პატრონი როი აღმოჩნდა, რომელსაც თავისივე ავტომანქანაში ეძინა. გარდა ამისა, იქვე აღმოაჩინეს დანა, სისხლიანი ხელთათმანები და კატის ბეწვი.
დამნაშავემ სულ 21 კატა მოკლა.