საგარეო უწყება: თურქეთში დაშავებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

© AFP 2024 / Stringerთურქეთში ავარია
თურქეთში ავარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს აჭარის მთავრობის მეთაური და ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებენ.

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული ქართველი ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იუწყება სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით.

ავტობუსი, რომელსაც ცეკვის ბავშვთა ანსამბლ „ლამპარის“ წევრები გადაჰყავდა, კვირას, დილით ტრაპიზონიდან 120 კმ-ში,  გირესუნის პროვინციაში გადაბრუნდა.

ინცინდენტის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ოთხ რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. 

„საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებმა დაზარალებულები მოინახულეს. ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს. შემთხვევის ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი მიდიან“, — განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

სამინისტრო დაზარალებული ბავშვების მშობლებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება, აღნიშნა მან.

მოცეკვავეები საქართველოდან თურქეთის გავლით ბულგარეთში გასტროლზე მიდიოდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი საბურავის გახეთქვა გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0