თურქეთში საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები ავარიაში მოჰყვნენ

© AFP 2023 / Stringer / სასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
საბედნიეროდ, ავტოავარიას ფატალური შედეგი არ მოჰყოლია.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ტრაპიზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქართული საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები დაშავდნენ, იუწყება ტელეარხი Imedi.

ანსამბლი თურქეთში კონცერტზე მიემგზავრებოდა, ავტობუსში 36 ადამიანი იმყოფებოდა.

მძღოლის განცხადებით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე არ ყოფილა. საბედნიეროდ, ავტოავარიას ფატალური შედეგი არ მოჰყოლია.

ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საკონსულო ტრაპიზონში. საკონსულოს წარმომადგენლები  ადგილზე მიემგზავრებიან. მათი ინფორმაციით, მოზარდები სამედიცინო კლინიკაში მოათავსეს. ანსამბლის წევრების ნაწილს დღესვე გადმოიყვანენ საქართველოში.

ყველა ახალი ამბავი
0