თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ხურგადაში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა დამსვენებლებს თავს დაესხა, იუწყება სააგენტო РИА Новости ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.
ეგვიპტურ მასმედიაში გავრცელებული წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ორი უკრაინელი ტურისტი და დაშავდა ექვსი უცხოელი, რომლებიც სავარაუდიდ, გერმანიის, სერბეთის და პოლონეთის მოქალაქეები არიან.
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, მიმდინარეობს გამოძიება. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ხურგადაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.