თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქუთაისში, მდინარე რიონში, 13 წლის ბავშვს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".
არსებული ინფორმაციით, მოზარდი მეგობრებთან ერთად სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
თვითმხილველის განცხადებით, ოთხი ბავშვი მდინარე რიონთან იმყოფებოდა.
ამ წუთებში მდინარე რიონში სამძებრო-სამუშაოები მიმდინარებს. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული.