დედოფლისწყაროში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიცია საქმეს დედის მიერ შვილის განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. დედოფლისწყაროში ახალშობილის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".

გარდაცვლილი ბავშვის დედის ვინაობა და ასევე მომხდარი დანაშაულის დეტალები პოლიციისთვის, სავარაუდოდ, ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამართალდამცველები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.

ამ დროისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0