Black Sea Arena–ზე ქართულ სეზონს "სუხიშვილები" გახსნის

© Sputnik/Denis Aslanov"სუხიშვილები"
სუხიშვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეგენდარული ანსამბლი "სუხიშვილები" მყურებლის წინაშე ტრადიციული ნომრებითა და ახალი პროგრამით წარდგება

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. შეკვეთილში Black Sea Arena–ს სცენაზე ქართულ სეზონს შაბათს "სუხიშვილების" ეროვნული ბალეტი გახსნის.

ანსამბლი სუხიშვილები - Sputnik საქართველო
"სუხიშვილები" დამფუძნებლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში კონცერტებს გამართავს

ლეგენდარული ანსამბლის შემდეგ საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაიმართება ქეთი მელუას (23 ივლისს), ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ "ერისიონის" (1 აგვისტო) კონცერტი, ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნის საღამო (15 აგვისტო) და ნინო ქათამაძის კონცერტი (21 აგვისტო).

"სუხიშვილები" კონცერტს ანსამბლის დამაარსებლის, ილიკო სუხიშვილის დაბადებიდან 110 წლისთავს მიუძღვნის.

"სუხიშვილები" ტრადიციულ ნომრებთან ერთად კონცერტზე წარმოადგენს რამდენიმე ცეკვას ახალი პროგრამიდან სახელწოდებით "ცეკვა ქართული". ეს ცნობილი ანსამბლის ორმაგი დებიუტი იქნება: ანსამბლი პირველად გამოდის Black Sea Arena–ს სცენაზე და თან – ახალ პროგრამას წარმოადგენს, რომელზეც ანსამბლი ბოლო დროს განსაკუთრებულად მუშაობდა.

კერძოდ, ერთ–ერთი ახალი ნომერი იქნება ცეკვა "თამაში", რომელიც ნიაზ დიასამიძის სიმღერაზე "რქაწითელი" დაიდგა, მეორე – "ოტობაია", რომელიც სცენაზე პირველად იქნება წარმოდგენილი.

ამ საღამოს შემდეგ ანსამბლი ქართველ მაყურებელს 2018 წლის გაზაფხულამდე დაემშვიდობება.

"სუხიშვილების" კონცერტი სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში გაიმართება, რომელიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოპულარიზებისკენ არის მიმართული.

ყველა ახალი ამბავი
0