ბავშვების საყოველთაო ნათლობა საქართველოში

გამოწერა

სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მასობრივი საყოველთაო ნათლობა გამართა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ნათლობის ცერემონია.

600 ბავშვზე მეტი მოინათლა სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება — 13 ივლისს და 14 ოქტომბერს. ტრადიციულად, ამ დიდ დღესაწაულზე გაიმართა ბავშვების რიგით 49-ე საყოველთაო ნათლობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნათლავს ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვს. ამ ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. დღეისათვის ილია მეორეს 32,4 ათასზე მეტი ბავშვი ჰყავს მონათლული.

ყველა ახალი ამბავი
0